ზემოსურების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საზეიმოდ აღნიშნეს
30-10-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება.

ამჯერად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დიდი ქართველი პედაგოგის, საზოგადო მოღვაწისა და „დედაენის“ შემქნელის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე იზეიმეს. მოსწავლეებმა მწერილის ბიოგრაფიის შესახებ ვიდეორგოლი ნახეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. 

პატარა მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს, იმღერეს და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები მონდომებით წაიკითხეს. 

„გავეცანით ამ დიდი ადამიანის კეთილ საქმეებს. პირველი ასო-ბგერის გაცნობა, პირველი გაკვეთილი - „ია“- ეს ხომ ყველა პირველკლასელისთვის განსაკუთრებული დღეა, საინტერესო და გამორჩეული, ეს დღეც გავიხსენეთ ფოტოსლაიდით. სიყვარულით ჩავიკითხეთ იაკობის მოთხრობები, ლექსებით ვადიდეთ ჩვენი ანბანი და „დედაენას“ სიმღერაც მიუძღვენით. აი, ასეთი ლამაზი და საინტერესო დღე ჩაიწერა ჩვენი სკოლის ისტორიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203