„ბარაქიანი შემოდგომა“ - ლიის თემის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება 
30-10-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და თემატური აქტივობა იმართება. 

ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის შესახებ ისაუბრეს, გაიმართა ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“. აქტივობაში პირველკლასელები დამრიგებლის - ირმა სამუშიას ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ კლასი შესაბამისად იყო მორთული, განთავსებული იყო შემოდგომის ნობათიც. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ცოდნა გაიღრმავეს. 
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203