კარაპეტის საჯარო სკოლაში, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
30-10-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაპეტის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისად აღნიშნავენ.
ამჯერად, სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თემატური ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - იაკობ გოგებაშვის შემოქმედება და მოღვაწეობა. გარდა ამისა, დიდი მწერლის ნაწარმოებების მიხედვით, ნახატების კონკურსი მოეწყო.
მოსწავლეებმა მოთხრობები წაიკითხეს. კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს კი სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
აქტივობებმა დიდი წარმატებით, სიანტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“