ბუკისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის ეროვნული დღე ღვაწლმოსილ პედაგოგებს განსაკუთრებულად მიულოცეს
30-10-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სასკოლო საზოგადოება პედაგოგების როლსა და შრომას რომ ძალიან აფასებს. ბუკისციხის საჯარო სკოლაში კი პროფესიულ დღეს ღვაწლმოსილი მასწავლებლები არ დაივიწყეს. ეს მნიშვნელოვანი თარიღი დაწყებითი კლასის კათედრამ ღვაწლმოსილ პედაგოგებთან სტუმრობით აღნიშნა.
ისინი სკოლის დირექტორს - ციალა მახარაძეს, პედაგოგებს: დოდო თევზაძეს, ილია კეკელიძეს, გიზო მახარაძეს, ანიკო კილაძეს, ლალი გერსამიასა და მზია თოდრია ეწვივნენ. მოსწავლეებმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს, პატივისცემა დაუდასტურეს.
„ისინი არიან პედაგოგები, რომლებიც საკუთარი სკოლის განვითარებასა და წინსვლაზე ღირსეულად ზრუნავდნენ. მათი პროფესიონალიზმი სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისთვის. მადლობას გიხდით ერთად გატარებული ყოველი დღისთვის! მადლობა“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“