თბილისის N74 სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე საზეიმოდ აღინიშნა
30-10-2023
თბილისის N74 საჯარო სკოლაში მასწავლებლებს, მომავალი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილ მათ წვლილსა და შრომას მეტად აფასებენ.
ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე გამორჩეულად აღინიშნა. ეს მნიშვნელოვანი დღე პედაგოგებს სკოლის თვითმმართველობამ მიულოცა. გაიმართა სხვადასხვა თემატური აქტივობა და მასწავლებლები არაერთ ნომანაციაში დააჯილდოვეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთელი სკოლა სადღესასწაულოდ - ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული. ეს ყველაფერი კი საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
მოსწავლეებმა მასწავლებლებს ყვავილები მიართვეს, ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და ეს უმნიშვნელოვანესი დღე გაულამაზეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს