ჭივჭავის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ორი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი
30-10-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში, საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი გაიმართა. 

გაკვეთილი პედაგოგების: ოლიკო მეტრეველისა და ცირა ბაკურაძის ხელმძღვანელობით, IV კლასში ინგლისურ ენასა და ხელოვნების ინტეგრირებით ჩატარდა. გაკვეთილი გაჯერებული იყო საინტერესო აქტივობებით. 

გაკვეთილზე მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი თემაზე - „ჩემი ფერმა“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მუშაობა ხალისიანად წარიმართა და მოსწავლეებმა აქტიურად გამოიყენეს გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის ბოლოს მოეწყო პოსტერის პრეზენტაცია. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203