ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი მინი ექსკურსია და დაჯილდოებული დირექტორი და მოწაფეები
30-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლა მე-7 - მე-11 კლასის მოსწავლეები პროექტის - „ძველი დედაქალაქი საქართველოსი“ ფარგლებში მინი ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

პროექტი მუსიკის შესწავლის ფარგლებში განხორციელდა. 

მოსწავლეებმა მოინახულეს სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი. ასევე ქალაქი, კულტურული, ისტორიული და არაერთი მნიშვნელობის მქონე ადგილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსიის შემდგომ წავიდნენ ცეკვის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ცეკვის კავშირის - „შემოდგომის რიტმები“, მიერ. მოსწავლეებმა ფესტივალზე ორი ცეკვა შეასრულეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

აღნიშნულ ფესტივალზე, ასევე იმყოფებოდნენ ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ანსამბლები. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე დაჯილდოვდნენ სკოლის მოსწავლეები, გადაეცათ თასი, დიპლომები, საჩუქრები.

კიდევ ერთმა სიურპრიზმა, გაახარა სასკოლო საზოგადოება, ანსამბლ „ბეჟანოს“ ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი და ბეჟანოს საჯარო სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი, 15-წლიანი წარმატებული ხელმძღვანელ-ქორეოგრაფობისათვის და ბევრ საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებული მონაწილეობისათვის, ამაგდარის ორდენით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ მას უდიდესი მადლობა გადაუხადეს ამდენწლიანი მოღვაწეობისათვის.

დირექტორმა, დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ცეკვის კავშირის ხელმძღვანელობას და ასევე, თითოეულ წევრს, ასეთი ღირსეული დაფასებისთვის.

„მეტად საზეიმო და აღმაფრთოვანებელი იყო სკოლისთვის, თითოეული მოსწავლის, მშობლებისა და ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბეჟანოსთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203