
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში, იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებაზე I-IV კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია - „იაკობი-ბურჯი დედაენისა“, წარადგინეს.
პატარები, „დედაენას“, ლექსებითა და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების გახსენებით, გამოხატეს პატივისცემა დიდი საზოგადო მოღვაწისა და საყვარელ მასწავლებლებს მიმართ.
სკოლის დირექციამ, ეს დღე სრულიად საქართველოს მიულოცა.
„ღირსეულად ეტარებინოთ მასწავლებლის საპატიო სახელი“ - ასე მიმართა სკოლის დირექციამ პედაგოგებს.
იხილეთ ფოტოები: