ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხის დარგვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს 
31-10-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამ მიზნით,  ხის დარგვის საერთაშორისო დღე სკოლაში ეკოლოგიური აქტივობით აღინიშნა. 

მოსწავლეებმა, სკოლის ეზოში ხეები დარგეს, აქტივობაში თითოეული მათგანი დიდი მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა. 

აღსანიშნავია, რომ ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონია. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203