ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს
30-10-2023

გია მოსეშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის საანბანო პერიოდი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

„ანბანის შემობრძანება“ - ორ პარალელურ კლასში, საზეიმოდ აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ანბანის შესწავლას ხალისით, დიდი შემართებითა და ამაღლებული მოტივაციით შეუდგნენ, პედაგოგების დახმარებით კი, ეს პერიოდი მათთვის დაუვიწყარ თავგადასავლად იქცევა.

სკოლაში, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვასა და მათთვის დადებითი განწყობის შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203