„შემოდგომა ფოთოლცვენის სიზმარია“ - მრავალფეროვანი ღონისძიება ბიწმენდის საჯარო სკოლაში
30-10-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში, მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძება გაიმართა. 

ღონისძიებას -  „შემოდგომა ფოთოლცვენის სიზმარია“, პედაგოგი ნონა რაზმაძე ხელმძღვანელობდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და ჟრიამილით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ლექსებით, სიმღერებით და საშემოდგომო წარმოდგენებით გაჯერებული ღონისძება შესთავაზეს. 

ღონისძიება მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

საშემოდგომო დეკორაციებით მორთული საკლასო ოთახი, მხიარული მოსწავლეები და ბავშვების ნიჭიერებით გახარებული პედაგოგები - ასეთია განწყობა სუფევს ბიწმენდის საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203