ბორბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სპექტაკლი დადგეს
30-10-2023
თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წელი საზეიმოდ აღინიშნა. 

მოსწავლეებმა, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და პატარა  სპექტაკლი, „ბომბორა სწავლას იწყებს“ - მულტფილმის მიხედვით, დადგეს. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სამსახიობო თუ შემოქმედებითი უნარები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია,  შემოქმედება და ქართველი ერისთვის გაღებული ღვაწლი. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203