
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში, იაკობ გოგოებაშვილის დაბადების დღე მრავალფეროვანი კვირეულით აღინიშნა.
კვირეულში, მე-2 კლასი, მასწავლებლის - თეონა კვიციანის ხელმძღვანელობით და მე-3 კლასი, მასწავლებლის - მარი სიხარულიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს დიდი საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფია და მისი შემოქმედება, ბევრი ისაუბრეს მის შესახებ.
კვირეული მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, თითოეული მოსწავლე დიდი ინტერესითა და შემართებით მონაწილეობდა კვირეულში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა გააქტიურებასა და საზოგადო მოღვაწეების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებასა დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: