ივანდიდის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა
30-10-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა, დამრიგებელ ლამზირა ირემაძესთან ერთად, მრავალფეროვანი ღონისძიება მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა, დიდი საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და მასწავლებლის ეროვნული დღე იზეიმეს. ​

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება უფრო მრავალფეროვანი გახადა მოსწავლეების ნახატებმა, რომლებიც პედაგოგის - ია ტერელაძის ხელმძღვანელობით შეასრულეს. 

აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა - ირმა ჯალაღანიამ, მოსწავლეებთან ერთად, მუსიკალური ნომრებით გაალამაზა ღონისძიება და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ასევე, ქართული ცეკვებით, წარსდგა სასკოლო საზოგადოების წინაშე, მეათეკლასელი - მარი სიხარულიძის ხელმძღვანელობით შექმნილი ანსამბლი „ფესვები“. 

„გილოცავთ პედაგოგებო მასწავლებლის ეროვნულ დღესასწაულს!

,,მოდის საქართველო ამაყი, ბრძენი
რწმენის ცისარტყელა ჩანგივით ჟღერს.
თოვლივით თეთრი, ნათელი, წრფელი
მასწავლებელი წინამძღვრობს ერს.
თენდება დილა საიადონო,
ბოლო ეღება ლოდინს.
ქუდი მოიხადეთ, ბატონო ჩემო,
მასწავლებელი მოდის!“, - სასკოლო საზოგადოება, პედაგოგებს ამ დღეს მრავალფეროვნად ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა! ეს დღე იმითაცაა გამორჩეული, რომ დღეს, 183 წლის წინ, დაიბადა ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203