ახალშენის N2 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე ღონისძიებით აღნიშნეს
30-10-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს. მათ მასწავლებელ მზევინარ სალაძის ხელმძღვანელობით, თემატური ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. 

მეორეკლასელებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატრეს და ცოდნა გაიღრმავეს. აღსანიშნავია, რომ გარემოც სადღესასწაულოდ - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით იყო მორთული.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203