
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში სამოქალაქო პროგრამის ფარგლებში, მედიაწიგნიერების კვირეულთან დაკავშირებით, მედიაწიგნიერების გაკვეთილები ჩატარდა. საზოგადოებრივი კათედრის წარმომადგენლებმა - სოფიო დავითაშვილმა და თამრიკო ფიჩხულაშვილმა VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეებთან ერთად აქტივობა, სიმულაციური თამაში - „სინოლი“ განახორციელეს.
მათ როლები მოირგეს და შესაბამისად შექმნილ გარემოში პლებისციტი ჩაატარეს. როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, თეორიული ცოდნა და უნარები პრაქტიკაში გამოეყენებინათ.
„სიმულაციურმა თამაშმა ხელი შეუწო მოსწავლეებს გაეთავისებინათ მართვის, პოლიტიკის, კულტურული მრავალფეროვნებისა და სოციალური მნიშვნელობის სხვადასხვა თემა და საკითხი, მოქალაქობრივ პასუხისმგებლობებთან ერთად. სიმულაციური თამაშით განუვითარდათ ისეთი უნარები, როგორიცაა ტექნოლოგიების განვითარება, დებატების ხელოვნება, საჯარო გამოსვლა, კომუნიკაციის უნარი და ა.შ.“,-ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: