მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეები თოჯინების თეატრს ეწვივნენ
30-10-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, საინტერესო და სახალისო გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

II - IV  კლასის დამრიგებლების -  ლია ოქრომელიძის და მაია ჯინჭველაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები თოჯინების თეატრს ესტუმრნენ და სპექტაკლი - „მზის სხივი“, ნახეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპექტაკლი ძალიან საინტერესო იყო, რამაც აღაფრთოვანა მოსწავლეები, ისინი შინ დადებითი ემოციებით დატვირთულები და ბედნიერები დაბრუნდნენ.

სკოლაში მოსწავლეთათვის საინტერესო აქტივობებისა თუ ღონისძიებების მოწყობას დიდი მნიშვნელობა ექცევა, რადგან გააზრებული აქვთ, რომ ხარისხიანი სწავლებისთვის მათი განწყობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203