მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში ყოველთვის საინტერესო აქტივობები ეწყობა. ამჯერად, პედაგოგებისა და მშობლების ერთობლივი პროექტი - „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა. ღონისძიების ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ელდინო იობაშვილი იყო.
სკოლაში ფერადი ფოთლებით თემატური აპლიკაციები შექმნეს, გაიმართა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, რომლის თემაც იყო „ბარაქიანი შემოდგომა“. მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული საშემოდგომო ტრადიციები წარადგინეს, რა დროსაც შესაბამისი კუთხისთვის დამახასიათებელი სამოსი ეცვათ.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და პედაგოგოებთან ერთად, ფელამუში მოამზადეს და ჩურჩხელები ამოავლეს.
„სკოლაში შემოდგომის ერთი დღე გავალამაზეთ შემოდგომის ჯადოსნური ფერებით. სკოლის ყველა კუთხე მოირთო შემოდგომის დეკორაციებით. მადლობა ამ პროექტის ავტორს, მადლობა პროექტში ჩართულ პედაგიგებს, მშობლებს, თითოეულ მოსწავლეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე:ბმული