გარდაბნის N3 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა პირველკლასელებისთვის სასწავლო რესურსი შექმნეს 
30-10-2023
გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. 

მასწავლებლები მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებულ არაერთ აქტივობას ახორციელებენ. ამჯერად, პედაგოგ სევდა შახვერდიევას ხელმძღვანელობით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა ცხოველების შესახებ წიგნი მოამზადეს და პირველკლასელებს, როგორც დამატებით სახელმძღვანელო, ისე აჩუქეს. 

აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი ინტერესით ჩაერთო, ისინი წიგნს განსაკუთრებული მონდომებით ქმნიდნენ. შედეგად კი, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203