ახალშენის N2 სკოლაში სასკოლო ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში, სასკოლო ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ამასთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. ბიბლიოთეკარმა ციალა ტაკიძემ, პირველკლასელ მოსწავლეებს ბიბლიოთეკის წესები აუხსნა, მოსწავლეები კი სხვადასხვა ზღაპრებსა თუ შემეცნებით წიგნებს გაეცნენ.
მათ საყვარელი ზღაპრის - „რწყილი და ჭიანჭველა“ ინსცენირება გამართეს. გარდა ამისა, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგოებაშვილის მოთხრობები წაიკითხეს, ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიასა და სხვა მწერლების მოთხრობებს გაეცნენ.
მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა კი ერლომ ახვლედიანის 90 წლის იუბილის აღსანიშნავად, მწერილის შემოქმედებიდან, „ვანო და ნიკო“ წაიკითხეს.
„მოსწავლეები დიდი სიხარულით მოეკიდნენ ამ საკითხს. სკოლის ბიბლიოთეკაში მსგავსი ღონისძიებები ხშირად იმართება, რათა მოსწავლეებს უფრო გაუღრმავდეთ წიგნის მიმართ ინტერესი“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: