
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნეს.
კომპოზიციის სახელწოდება - „დაილოცოს დედაენის შემოქმედი“, გახლდათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ V კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს დიდი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია და მოთხრობები.
მოსწავლეებმა ასევე მოისმინეს დედაენაზე შექმნილი სიმღერები და გაიგეს არაერთი საინტერესო ფაქტი მის შემოქმედებაზე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას V კლასის დამრიგებელი - ნათია ურატაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: