
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, სოფელ სიონის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი, მრავალფეროვანი აქტივობები გაჯერებული კვირეული გაიმართა, რომელიც 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეები სხვადასხვა აქტოვობებით იყვნენ დაკავებულნი.
მოსწავლეებმა, წაიკითხეს გოგებაშვილის საგანძურიდან მოთხრობები, დახატეს და გააკეთეს პრეზენტაცია. დასკვნით ეტაპზე კი, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, სადაც მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
ბავშვებმა დიდი საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს, კიდევ ერთხელ გაეცნენ მის შემოქმედებას და ისაუბრეს მის ღვაწლსა და მოღვაწეობაზე.
იხილეთ ფოტოები: