
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სწავლის მიმართ მოტივაციისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართვის გაზრდის მიზნით, მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, პედაგოგმა - ელენე მჭედლიძემ 1-ელ კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასში ამაღლებული განწყობით, მოსწავლეების აციმციმებული თვალებითა და გაცისკროვნებული სახით უჩვეულო და საზეიმო განწყობა შექმნა.
პედაგოგმა მათ სახალისო და საინტერესო აქტივობები შესთავაზა, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
ეს დღე პირველკლასელთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
„გვიყვარხართ ჩვენო თვალხატულა და პირმზიანო პატარებო, ჩვენ კიდევ 12 წელი ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა ვიაროთ ცოდნის და სიკეთის მწვერვალების დასაპყრობად“ , - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: