
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სპორტის პედაგოგი ირინე მუსერიძე ფეხბურთის ფედერაციამ მაისურებით და ბურთებით დაასაჩუქრა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთან - მამუკა კვარაცხელიასთან ერთად, ბავშვებმა სახალისო აქტივობები გამართეს.
სპორტულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ, რამაც მათ განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
სკოლა უღრმეს მადლობას უხდის სტუმარს მოსწავლეთა გახარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სპორტის მიმართ სიყვარულის გაღვივებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: