27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის რჩეული მასწავლებლები დააჯილდოვა. განათლებისა და კულტურის ცენტრში ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, სადაც ღვაწლმოსილ პედაგოგებს ჯილდო და სიგელები გადაეცათ.
მათ შორის იყო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დაწყებითების მასწავლებელი მაია ავსაჯანიშვილი, რომელიც შრომისმოყვარეობითა და კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა.
სკოლა პედაგოგით ამაყობს და მას მომავალშიც ბევრ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: