ყარაჯალის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღესა და მასწავლებლის ეროვნულ დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
30-10-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავი და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მასწავლებლის ჰიმნი შეასრულეს. მეათეკლასელებმა მასწავლებლის პროფესიის შესახებ ისაუბრეს და პედაგოგების ღვაწლი აღნიშნეს, რომლებიც მათ განათლებაში დიდ შრომას დებენ.

ბავშვებმა ასევე დიდი პედაგოგისა და „დედა ენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს.

მეათეკლასელებმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებიდან საინტერესო მონაკვეთები გააჟღერეს.

„ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, რომლებმაც იაკობის მოთხრობების ინსცენირებით დააგვირგვინეს ეს ღირსშესანიშნავი დღე“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა ღონისძიებაზე შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203