ქვენობნის საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა საინტერესო ფრანგულენოვან პროექტზე იმუშავეს
30-10-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ფრანგულ ენას დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით სწავლობენ.

პედაგოგი თინათინ კუტუბიძე ბავშვებს ფრანგული ენის საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობს.

ამჯერად, მე-10 კლასში, მისი ხელმძღვანელობით, ბავშვებმა საფრანგეთის შესახებ საინტერესო პროექტი მოამზადეს. მათ ფრანგული ენის ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მეათეკლასელებმა საფრანგეთის ისტორიის, მისი კულტურის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და კედლის გაზეთი შექმნეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას მეტად უმაღლებს.

ვიდეო იხილეთ ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203