ახალშენის N2 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების როლის შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს
30-10-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, ინგლისური ენის უფროსმა მასწავლებელმა, ილონა ჩხაიძემ, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, მე-8 კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

აღსანიშნავია, რომ ილონა ჩხაიძე, სკოლებში მედიაწიგნიერების სწავლების მიმართულებით, კომუნიკაციების კომისიამ და Unicef-მა გადაამზადეს.

„აღნიშნული საკითხი სიახლეს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის და გაიაზრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების უნარი სხვადასხვა სიახლის გაცნობისას. მოსწავლეებლმა მიღებული ცოდნით წარმოადგინეს პრეზენტაცია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203