მესხეთის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო თარიღსა და მასწავლებლის ეროვნულ დღეს ღონისძიება მიეძღვნა
30-10-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავი და მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის დაწყებით კლასებში ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე ბავშვებმა დიდი პედაგოგისა და „დედა ენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს.

მათ საინტერესოდ ისაუბრეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შესახებ, მის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე.

მოსწავლეებმა ასევე პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცეს, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

ბავშვებმა მასწავლებლების ღვაწლი, შრომა აღნიშნეს, რომელსაც ისინი მათ განათლებაში დებენ და მადლობა გადაუხადეს.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203