კოდის საჯარო სკოლაში სასკოლო ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღე აღინიშნა
30-10-2023
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღიც. 

ამჯერად, სკოლაში აქტივობები სკოლის ბიბლიოთეკის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა და სკოლის ბიბლიოთეკარმა, ლალი ნიკოლაიშვილმა, მოსწავლეებთან ერთად, თემატური კედლის გაზეთი შექმნეს და ბიბლიოთეკაში განათავსეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები გამოკითხეს და პატარა ვიდეოკოლაჟი მოამზადეს. სკოლაში სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი ანა პაპაშვილია. 

„ბიბლიოთეკას უმნიშვნელოვანესია მისი როლი და ფუნქცია ჯანსაღი, განათლებული და ინფორმირებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203