ობუჯის თემის N1 სკოლის მოსწავლეები საინტერესო სპექტაკლს დაესწრნენ 
30-10-2023

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში, სიამაყით აცხადებენ, რომ ყველა კლასს კარგი დამრიგებელი ჰყავს, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ მოზარდის ყოველმხრივი განვითარებისთვის.

ამ მიზნის მისაღწევად კი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება არაფორმალურ განათლებას.

25 ოქტომბერს, მეშვიდე კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ელისო ვეკუას ხელმძღვანელობით, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დარამატულ თეატრს ეწვივნენ და დაესწრნენ სპექტაკლს - „ყვავილები ელჯერნონისთვის“. 

აღსანიშნავია, რომ  მოზარდები წინასწარ გაეცნენ ნაწარმოებს და დიდი ინტერესით ელოდნენ მის გაცოცხლებას სცენაზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისთვის ნანახმა მოლოდინს იმდენად გადააჭარბა, რომ მათ სურვილი გაუჩნდათ, მსგავსი აქტივობა კიდევ მრავალჯერ გამეორდეს და უფრო ღრმად ჩაიხედონ იმ ზღაპრულ სამყაროში, რომელსაც თეატრი ჰქვია.

27 ოქტომბერს კი, მოსწავლეებმა, საყვარელ პედაგოგებს დიდი სიყვარულით მიულოცეს მასწავლებლის ეროვნული დღე და მათ გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.  პედაგოგებისთვის კი მათი ყურადღება დასაფასებელი და სასიხარულო იყო. 

„ბედნიერებაა, როცა შენი მოსწავლე ცდილობს გასიამოვნოს, გაგახაროს მოულოდნელად, სიურპრიზად. დილით სკოლაში მისულ მასწავლებლებს ისევ მეშვიდე კლასელებმა, კლასის დამრიგებელ ელისო ვეკუასა და მასწავლებელ მარინე ადონიას დახმარებით, მიულოცეს პროფესიული დღესასწაული, თბილი სიტყვებით დაწერილი, თავიანთი ხელით გალამაზებული ბარათები მიართვეს სიურპრიზად. ლექსებითა და სიმღერებით კიდევ უფრო გაუმზიანეს დღევანდელი დღე. მადლობა მათ და მათ „თანამოაზრე" მასწავლებლებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.  

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203