
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა, რომელთა შორის გამორჩეული 1-ელ კლასში „ანბანეთში შებრძანება“ იყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ანბანის სწავლა ბავშვებმა ლამაზ, საზეიმო გარემოში დაიწყეს.
პირველი კლასის მასწავლებელმა - იანა მეგრელიძემ ბავშვებს ეს დღე დღესასწაულად უქცია.
მან, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით 1-ელ კლასში ინტერაქტიული გაკვეთილი ჩაატარა.
პირველკლასელებმა მოისმინეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია და ცოდნა აიმაღლეს.
„პატარები გაეცნენ პირველ ასო-ბგერებს „ა“ და „ი“, სამახსოვრო ბარათებზე, რომელიც იანა მასწავლებლისგან საჩუქრად მიიღეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით, რომლებიც პირველკლასელებმა დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით შეასრულეს.
„დღის კულმინაცია იყო ფიფქიას გამოჩენა, რომელმაც მხიარული შეკითხვებით გაახალისა პატარები“, - ამბობენ სკოლაში.
ბავშვებისთვის ეს დღე დაუვიწყარი და საინტერესო იყო.
სკოლაში, ბავშვებს „ცოდნის ლაბირინთებში“ წარმატებებს უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: