27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, 11 პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა. მათ შორის ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ელმირა ქსპოიანი იყო. პედაგოგი შრომისმოყვარეობითა და საქმის მიმართ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამოირჩევა. მისთვის კარიერულ წინსვლა და განვითარება მნიშვნელოვანია, რისთვისაც თავს არ ზოგავს.
აღსანიშნავია, რომ მას, ფულადი ჯილდო - 10 ათასი ლარის ოდენობით და სამკერდე ნიშანი საზეიმოდ გადაეცა.
სკოლაში პედაგოგის წარმატებით ამაყობენ და მის სიხარულს იზიარებენ.
„გილოცავთ ჩვენს „წლის საუკეთესო მასწავლებელს“ ამ ჯილდოს. ის ჭკვიანი, შრომისმოყვარე, მოკრძალებული, ლამაზი ადამიანი, ნამდვილი მასწავლებელია, რომელიც უდავოდ მიაღწევს დიდ წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.