​ლიის თემის N2 სკოლის მოსწავლე რეზი პაჭკორია სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა 
30-10-2023
​წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე რეზი პაჭკორია პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მოსწავლეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელოს განათლების მიღება. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203