ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა მოგზაურობა წიგნიერების სამყაროში და საინტერესო საგანმანათლებლო ტრადიცია
30-10-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. 

მათ შორის არის მასწავლებელი მანანა გორგილაძე, რომელმაც მე-4 კლასის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა. მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, ბიბლიოთეკარის დახმარებით მოთხრობა შეარჩიეს და წაიკითხეს. 

აქტივობაში ყველა მოსწავლე უდიდესი მონდომებით ჩაერთო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ისინი სკოლის ბიბლიოთეკას ყოველ ოთხშაბათს ეწვევიან.

„მასწავლებელი ვალდებულია ყველა ხერხი გამოიყენოს სწავლებისას და მოსწავლეს შეაყვაროს საგანი, მაგრამ მოსწავლეს რომ საგანი შეაყვაროს, აუცილებელია გაკვეთილი იყოს საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი. ხშირად ვურჩევ ჩემს პატარა მეგობრებს, რომ სჯეროდეთ და არასოდეს შეეპაროთ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, რაშიც ყველაზე მეტად წიგნი დაგვეხმარება. გადავწყვიტე ხშირად ვესტუმროთ სკოლის ბიბლიოთეკას და გაკვეთილებიც ხშირად ჩავატაროთ აქ. ბიბლიოთეკაში სხვანაირი სურნელი ტრიალებს, აქ ყველა ეპოქის ისტორიები გვაქვს შემონახული, რაც სწავლა- განვითარებაში გვეხმარება. ცხოვრებას გვასწავლის და გვზრდის, ადამიანებად გვაყალიბებს. ჩემი პატარა მეგობრებით, IV კლასის მოსწავლეებით ვესტუმრეთ ბიბლიოთეკას და მოსწავლეების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბიბლიოთეკარის, ქალბატონ მანანა ცეცხლაძის დახმარებით, შევარჩიეთ მათი ასაკისათვის შესაფერისი მოთხრობა და დავიწყეთ კითხვა გაგრძელებით. პატარებმა უამრავ კითხვას გასცეს პასუხი და ისაუბრეს, თუ როგორ გამოიყენებენ ცხოვრებაში, წაკითხული ტექსტიდან მიღებულ ცოდნას .... ჩვენ კვირაში ერთხელ, ტრადიციულად, კვლავ ვესტუმრებით ბიბლიოთეკას. სულმოუთქმელად დაველოდებით ყოველ ოთხშაბათს“,- აღნიშნავს მასწავლებელი მანანა გორგილაძე. 

იხილეთ ვიდეობი და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203