ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები შეჯიბრ - გეზრბენში ჩაერთნენ
31-10-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეები გორში, სპორტის სასახლის ეზოში გამართულ შეჯიბრში - გეზრბენში, ჩაერთნენ, რომელიც 27 ოქტომბერს ჩატარდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დიდი კონკურენციის მიუხედავად, თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მეტოქეებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. 

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მოსწავლეებმა მეოთხე ადგილი აიღეს და სკოლაში მათი მიღწევებით ნამდვილად ამაყობენ, რადგან ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და სპორტის სიყვარულს გამარჯვებულები და დამარცხებულები არ ჰყავს. მთავარი ხომ მონაწილეობაა.  

„ვულოცავ მთელი გულით და ულევ წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203