
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტებსა თუ კონფერენციებში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, სამეცნიერო კონფერენციაზე - „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“, X კლასის მოსწავლე ნანა გუდაძე და XI კლასის მოსწავლეები: ნია ფიცხელაური და თამარ ჩხიტაური წარდგნენ.
სექცია - „სპორტი“, გახლდათ, მოხსენების თემები კი - „ოლიმპიური თამაშების აღორძინება“ და „ოლიმპიზმი და ოლიმპიზმის აღორძინება საქართველოში“.
ხოლო, ეკოსკოლელებმა: თამარ ჩხიტაურმა, ნია ფიცხელაურმა და ნანიკო ოქროპირიძემ „ბუნებისმეტყველების“ სექციაში, წარადგინეს საკონფერენციო თემა - „ნარჩენების მდგრადი მართვა, მწვანე ეკონომიკა“.
კონფერენცია, 25 ოქტომბერს გაიმართა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი ინიციატივით მოეწყო.
სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.
„დიდი მადლობა გოგონებს და ასევე ხურვალეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს გაწეული შრომისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: