სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების საოცარი მოგზაურობა დადიანების ბოტანიკურ ბაღში
31-10-2023
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც, პედაგოგების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, მე-3დ კლასის მოსწავლეები ზუგდიდის დადიანების ბოტანიკურ ბაღში გამართულ პროექტში - „როგორ დავრგოთ მცენარეები და მოვუაროთ მათ“, ჩაერთნენ. მათ მცენარეები საკუთარი ხელით დარგეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ბოლოს, ყვავილებითაც დასაჩუქრდნენ. ეს გახლდათ მორიგი დადასტურება, რომ სენაკის ნ1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ ბუნებაზე.
მესამეკლასელები აქტივობაში პედაგოგ ნ. გარუჩავას ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ იგი მოსწავლეებს მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს ხშირად სთავაზობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“