სენაკის N1 საჯარო სკოლაში „იაკობ გოგებაშვილის კვირეული“ მოეწყო
30-10-2023
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავი საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლის მე-2დ კლასში ამ დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელ ნ. დამენიას ხელმძღვანელობით, დიდი პედაგოგისა და „დედა ენის“ ავტორის იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვილი კვირეული მოეწყო.
მეორეკლასელებმა მის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.
„ბავშვებმა წერილი მისწერეს ჩვენ დიდ მასწავლებელს და მადლობა გადაუხადეს საგანძურისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა ასევე საყვარელი მოთხრობების ყდები გააკეთეს, რომელთა გამოფენა (პრეზენტაცია) შემდგომ სკოლაში მოეწყო.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“