სენაკის N1 სკოლის მე-2 კლასში იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო თარიღსა და მასწავლებლის ეროვნულ დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
30-10-2023

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავი და მასწავლებლის ეროვნული დღე ერთობლივად აღინიშნა.

სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს დამრიგებელ ნანა ხოფერიას ხელმძღვანელობით, საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი მიუძღვნეს. 

ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, დიდი ქართველი პედაგოგისა და „დედა ენის“ ავტორის, იაკობ გოგებაშვილის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს, რომელიც ერთმანეთს გაუზიარეს.

მეორეკლასელებმა ასევე თავიანთ საყვარელ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცეს, მათი ღვაწლი აღნიშნეს და მადლობა გადაუხადეს.

„ისინი სათუთად, ფაქიზად შეეხნენ ი.გოგებაშვილის ბიოგრაფიას, თბილი სიტყვებით მოეფერნენ მასწავლებლებს და შეეცადნენ, ეს დღე დასამახსოვრებელი ყოფილიყო“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობებში ბავშვები დიდი სიხარულითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203