ხაშურის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
30-10-2023
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

პედაგოგმა - ლია მეტივიშვილმა ბავშვებს ეს დღე დღესასწაულად უქცია. მან პირველკლასელებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა, რომელიც ბავშვებმა დიდი მონდომებით შეასრულეს.

ბავშვები დიდი ენთუზიაზმით, ინტერესით აკვირდებოდნენ ასო-ბგერების მოხაზულობას და თავადაც ცდილობდნენ პედაგოგის დავალება სრულყოფილად შეესრულებინათ.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

იხილეთ ფოტოები: 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203