„აი ია, აი ჩვენ!“ - პატარა ფოთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს
30-10-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანეთის მრავალფეროვან სამყაროში შეაბიჯეს და ასო-ბგერების შესწავლა დიდი ჟრიამულით დაიწყეს. 

„აი ია, აი ჩვენ!“ - ასე დაიწყო საანბანო პერიოდი სკოლაში, ფერადად მორთულ კლასში, საგანგებოდ გამოწყბილმა მოსწავლეებმა ანბანის შემობრძანება საზეიმოდ აღნიშნეს. 

სკოლაში მოსწავლეებს: მათეს, ლილეს, გაბრიელს, ანიტას, ილიას, მარიამს, საბას, ნიტას, ბადრის, ელენეს, გოჩასა და დიმიტრის წარმატება და წინსვლა უსურვეს. 

„დიდმა იაკობმა „33“ ოქროს მტევნით უძვირფასესი, სანუკვარი წიგნი „დედაენა“ შექმნა. ყველაზე პაწია ორი სიტყვა „აი ია“ იხმო და დედაენის თავფურცელზე მიაბნია. ცოდნის სასახლის კარი ამ ნაზ ყვავილს შეაღებინა და ას წელზე მეტია გმირობას ნაზიარები „ია“, დგას ამ კართან და გულგაშლილი ეგებება ამ კართან მისულთ.

თვალხატულა გოგო-ბიჭებმა „33“ - ჯერ უნდა შეაღონ ცოდნის კარი, გაიარონ „33“ ბედნიერების საფეხური.

წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო ამ ჯადოსნური გზის გავლაში, ბილიკი რომელიც ცხოვრების, სიბრძნის მწვერვალისაკენ მიგვაფრენს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203