გეჯეთის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
30-10-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავი საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით, დიდი ქართველი პედაგოგისა და „დედაენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის კვირეული მოეწყო.
პირველი კლასის მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებაზე, პედაგოგ თემიდა მიქავას ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს.
ბავშვებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.
პირველკლასელები აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
„რა ამბავია, რა მოხდა?! განა ვინა გვყავს მკვდარია?! - იაკობ გოგებაშვილი? ვინც ამას ფიქრობს - მცდარია! გილოცავთ დიდო იაკობ დაბადების დღეს! ქართველი ერი ყოველთვის იამაყებს თქვენით! ჩვენმა ბავშვებმა მთავარია, იციან ვინ არის და უყვართ იგი!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“