
27 ოქტომბერს, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183 წელი გავიდა.
ეს დღე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
მე-2 კლასში დამრიგებელმა - სოფიო გერსამიამ თემაზე - „დაილოცოს დედაენის შემოქმედი“ კლასის საათი ჩაატარა.
კლასის საათი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მეორეკლასელებისთვის, მოსწავლეებმა მოისმინეს ნაწყვეტში იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიიდან, წაიკითხეს მისი მოთხრობები, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, დახატეს დიდი იაკობის მოთხრობების მოთხრობების საყვარელი პერსონაჟები და კიდევ ერთხელ განსაზღვრეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში საზოგადო მოღვაწის როლი.
მეორეკლასელები იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთის შექმნაშიც მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა, სოფიო გერსამიას ხელმძღვანელობით, ასევე მოაწყვეს შემოდგომის კუთხე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის იუბილეს მიეძღვნა. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში, მოაგროვეს შემოდგომის ნობათი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მშობლები.
იხილეთ ფოტოები: