კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და ანბანის სწავლის დაწყება ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
30-10-2023

27 ოქტომბერს, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183 წელი გავიდა. 

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გამართეს შთამბეჭდავი ღონისძიება სახელწოდებით - „იაკობ გოგებაშვილის საღამო“, „ანბანის შემობრძანება“. როგორც ხედავთ, ამ მნიშვნელოვან თარიღს სკოლაში ასევე დაუკავშირეს საანბანო პერიოდის დაწყება.

ამ გზით კი პატარებმა საყვარელ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს დედაენის შემქმნელს კი პატივი მიაგეს. 

„არსებობს ასეთი ლეგენდა: თურმე იაკობს დიდხანს უფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო წიგნი, რომლითაც ბავშვი ცოდნის სამყაროს ეზიარებოდა. ადრეული გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მწერალი მდელოზე იჯდა და ფიქრს მისცემოდა, პატარა გოგონას ხმა გაუგონია, რომელიც მისკენ ყვავილით ხელში მირბოდა: – “აი ია, ძია იაკობ, აი ია-ო”, – იძახდა გოგონა“,- გვიყვებიან სკოლაში, სადაც პირველკლასელები „დედაენისა“ და ქართული ანბანის სიტკბოებას მრავალფეროვანი ღონისძიებით დაეწაფნენ. 

„ჩვენი სკოლის დირექცია მადლობას უხდის პატარებს და მათ ხელმძღვანელებს ასეთი სასიამოვნო და ლამაზი საღამოსათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და სწორედ იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203