
27 ოქტომბერი ერის დიდი მასწავლებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, რასაც ასევე დაუკავშირდა მასწავლებლის ეროვნული დღე. სწორედ ამ ორ დღესასწაულს გამოეხმაურნენ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IIა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ლია ბარბაქაძის ხელმძღვანელობით.
მთელი კვირის განმავლობაში საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული დღეები: ბავშვები მუშაობდნენ ჯგუფებში - ააწყვეს ფაზლი და გააფერადეს იაკობის პორტრეტი; გამოფინეს კალიგრაფიული ნაშრომები; გაიხსენეს იაკობის მოთხრობები; მოუსმინეს ვიდეორგოლს ამ დიდი მწერლის ბიოგრაფიის შესახებ.
ბოლოს კი კვირეული დაასრულეს პატარა, მოკრძალებული ღონისძიებით, სადაც წარმოადგინეს თემატური ლექსები და სიმღერები.
27 ოქტომბერს, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183 წელი გავიდა.
მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და სწორედ იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: