ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღე აღინიშნა 
30-10-2023

27 ოქტომბერს, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183 წელი გავიდა. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლაში „დედაენის“ შემქმნელის 183-ე დაბადების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს, იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს. მისი ნაწარმოებების გმირები გაიხსენეს და „დედაენას“ ხოტბა შეასხეს. 

გარდა ამისა, ბავშვებმა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებას კედლის გაზეთიც მიუძღვნეს და შემოქმედებითი ნიჭი, ცოდნა და უნარები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203