ცხუნკურის N2 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში საზეიმოდ შეაბიჯეს
30-10-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პედაგოგმა მათ სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და ბავშვებს მრავალფეროვანი აქტივობები და სასწავლო რესურსები შესთავაზა. შთამბეჭდავი იყო საკლასო ოთახის საზეიმო მოკაზმულობაც.

მოსწავლეები აქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„ასე ფერადად და ლამაზად შემობრძანდა ანბანი ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელების ცნობიერებაში, ჩატარდა საზეიმო გაკვეთილი, შეისწავლეს „ა“ და „ი“ ასო-ბგერები, გააფერადეს ნახატები, გადაიღეს ფოტოები, დაისწავლეს ლექსი იაზე და ბედნიერი სახეებით გაეშურნენ შინისაკენ. წარმატებებს გისურვებთ ჩვენო თვალხატულა გოგო-ბიჭებო“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და ბავშვებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203