„მე მიყვარს ჩემი მასწავლებელი“ - თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული ნახატების გამოფენით მიულოცეს
27-10-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში მასწავლებლის როლი და ღვაწლი დაფასებულია.
სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ბავშვებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნახატების გამოფენა - „მე მიყვარს ჩემი მასწავლებელი“ მოაწყვეს და ასე მიულოცეს მათ აღნიშნული დღე,
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა ნამუშევრების მეშვეობით, გამოხატეს მასწავლებლების მიმართ სიყვარული, პატივისცემა, მადლიერება, თანამშრომლობა, მეგობრობა, მათი შრომისა და მზრუნველობის დაფასება.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
მასწავლებლის ეროვნულ დღეს სასკოლო საზოგადოება საქართველოს ყველა პედაგოგს ულოცავს
„გილოცავთ საქართველოს აღმზრდელ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნულ დღეს. გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“