
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის პირველ კლასში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.
პირველკლასელებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში. დარბაზში კახური შემოდგომის სურნელი ტრიალებდა. ბავშვებმა მოხარშეს თათარა, ამოავლეს ჩურჩხელები, გამოფინეს საშემოდგომო ნობათი.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, პატარებმა კი მაყურებელთა მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: